1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, (მათ შორის პირველ მოადგილეს) თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით  საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის  ნახევარზე მეტით საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 36-ე მუხლის და ამ რეგლამენტის 93-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველ მოადგილის)   კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს  მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.

4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს  წევრთაგან უხუცესი.

5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ახორციელებენ ფუნქციებს ამ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს

6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს)  უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იმავდროულად  არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

7.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს)  უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 94-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.
თავი IV
საკრებულოს ბიუ