„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
200230040.22.033.017583
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №134

2022 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით (სსმ, №172, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 200230040.22.033.016103) დამტკიცებულ „ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ პირი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით დადგენილ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია, მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მიუხედავად ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლისა, პირი ვალდებულია, შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.“. 

2. მე-4 მუხლის მე-7-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ შემთხვევაში, თუ იცვლება განცხადებაში დაფიქსირებული ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახე ან/და ობიექტის რაოდენობა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, განცხადებით (დანართი №1) მიმართოს საგადასახადო ორგანოს ცვლილების მოთხოვნით, რის შემდეგაც დარიცხვა მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან უნდა განხორციელდეს შემდგომ წარდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახის ან/და ობიექტის რაოდენობის ცვლილების  შემთხვევაში, გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას (გარდა საქმიანობის სახისა  და  სხვა მისამართზე ობიექტის დამატების შემთხვევისა).

8. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ცვლილებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს (დანართი №1). ასეთ შემთხვევაში, გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას.

9. დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერებამდე განცხადებით (დანართი №3) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქმიანობის განახლების შემთხვევაში, პირი ვალდებულია, განახლებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს (დანართი №3) და გადაიხადოს საქმიანობის განახლების თვის ფიქსირებული გადასახადი სრულად.“.

4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (3)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №1

 ----------------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

------------------------------------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი)

 

   

საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

                                                                                                                         -----------------------------

                                                                                                                                                (მისამართი)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის/ ფიქსირებულ გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის/ობიექტის რაოდენობის/მისამართის ცვლილების თაობაზე

გაცნობებთ, რომ ვეწევი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქმიანობას.

                                                              (საქმიანობ(ებ)ის სახე)

საქმიანობის სახე დაბეგვრის ობიექტი ობიექტის რაოდენობა ობიექტის მისამართი გადასახადის განაკვეთი ობიექტზე

კუთვნილი გადასახადი

(4 X 6)

შენიშვნა
1 2 3 4 5 6 7
               
               
               

 

ჯამი

         

                                             

შენიშვნა:

ა) განცხადებაში მონაცემები მიეთითება სრულად,  წინა განცხადების გათვალისწინებით;

ბ) საქმიანობის სახის, ობიექტის რაოდენობის ან/და საქმიანობის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას (გარდა საქმიანობის სახისა  და  სხვა მისამართზე ობიექტის დამატების შემთხვევისა).

გთხოვთ,

მომანიჭოთ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი

გამიუქმოთ:

□ მიკრობიზნესის სტატუსი და ჩაიბაროთ მიკრობიზნესის № ---- სერტიფიკატი

□ მცირე ბიზნესის სტატუსი და ჩაიბაროთ მცირე ბიზნესის № ---- სერტიფიკატი.

 

ხელმოწერა . . . . . . . . . . . . . .

 თარიღი „ –– „ „–––––––„ 20 წელი

ნორმატიული-აქტი-3

დანართი №3

----------------------------------------------

 

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

--------------------------------------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი)

 

                     

საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

-----------------------------------

 (მისამართი)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების/განახლების შესახებ

 გაცნობებთ, რომ

□ შევაჩერებ

□  განვაახლებ

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას ........................................

 (საქმიანობის სახე)

საქმიანობ(ებ)ის ნაწილში.

სერტიფიკატ(ებ)ის  ნომერი:  ...................................................

საქმიანობის შეჩერების/განახლების თარიღი   

20.. წლის ..... თვიდან

ხელმოწერა . . . . . . . . . . . . . . . . . .

თარიღი „ –– „ „–––––––„ 20 წელი

 

----------------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

--------------------------------------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი)

 

                     
                         
                                             

 

საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

 

-----------------------------------

 (მისამართი)

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების/განახლების შესახებ

 

 გაცნობებთ, რომ

 

□ შევაჩერებ

 

□  განვაახლებ

 

ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას ........................................

 (საქმიანობის სახე)

 

საქმიანობ(ებ)ის ნაწილში.

 

საქმიანობის შეჩერების/განახლების თარიღი                                               20.. წლის ..... თვიდან

 

ხელმოწერა . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

თარიღი „ –– „ „–––––––„ 20 წელი

ნორმატიული-აქტი-4

დანართი №4

----------------------------------------------

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

----------------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი)

                     
                         
                                             

საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

-----------------------------------

 (მისამართი)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ

 

გთხოვთ, გამიუქმოთ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი

––––––––––––––––––––––– საქმიანობის ნაწილში.

 (საქმიანობის სახე)

 

სტატუსის გაუქმების მიზეზი:

 

□  მსურს გავიუქმო ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი;

□  ––– ––––––––– 20–– წ. შევწყვიტე/ვწყვეტ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას/ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას შემდეგ მისამართზე –––––––––;

□  ––– ––––––––– 20–– წ. ვახორციელებ/განვახორციელებ საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობას;

□  ––– ––––––––– 20–– წ. საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში წარმომეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება;

□  ––– ––––––––– 20–– წ. ნებაყოფლობით გავიარე დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია.

 

 ხელმოწერა . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

თარიღი „ –– “ „–––––––“ 20 წელი.