1. მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის ხელმძღვანელი. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ბ) სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

გ) ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახური;

დ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური;

ე) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;

ვ) ზედამხედველობის სამსახური;

ზ) იურიდიული სამსახური;

თ) შიდა აუდიტის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

კ) შესყიდვების სამსახური.

5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომელთაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულ