1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) მერიის მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს მერიაში დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებული სხვა პირი, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც წესი, უკონკურსოდ მიიღება.

2. მერიის საჯარო მოხელეთა უფლებრივი გარანტიები, სამსახურებრივი მოვალეობები, მათი კარიერული განვითარების, წახალისებისა და დისციპლინური ზომების შეფარდების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“.

3. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს

დადგენილებით დამტკიცებული მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მერი.

5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისად, რომლის სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6. მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგების სისტემის გათვალისწინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

7. მერიის საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერ