1. მერის წარმომადგენელი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ტყიბულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქ. ტყიბული);

ბ) საწირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – საწირე, ზედუბანი, მანჭიორი, სამტრედია, ახალსოფელი, დაბაძველი, ბზიაური, ძიროვანი);

გ) ხრესილის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ხრესილი, ლეღვა, ივანეული, ახალდაბა, გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა, ბუეთი, ძუყნური);

დ) მუხურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი მუხურა);

ე) ცუცხვათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ცუცხვათი);

ვ) ორპირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ზედა ჭყეპი, ქვედა ჭყეპი, შუყერი, ჯონია, ლაფეთი, მანდიკორი, ნაბოსლევი, კოკა, ოხომირა, ორპირი);

ზ) კურსების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – კურსები, გელათი, მოწამეთა);

თ) ჯვარისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ჯვარისა, ხორჩანა, ოჯოლა, ლაშია, ლეყერეთი);

ი) გურნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – გურნა, ციხია, ბობოთი, ნაძვა, კორეეთი, კითხიჯი, ანტორია, კისორეთი);

კ) სოჩხეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოჩხეთი, წყნორი, ძმუისი).

4. მერის წარმომადგენელი:

ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) მოქალაქეებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის დაბადების შესახებ შეტყობინებისა (იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) და გარდაცვალების ფაქტის შესახებ ოქმის შედგენას და გაცემას (პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან) 5 სამუშაო დღის ვადაში);

დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ე)აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;

ვ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური ქონების აღრიცხვას, ახორციელებს ამ ქონების დაცვას და აკონტროლებს მის მიზნობრივ გამოყენებას;

ზ) ამზადებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის თაობაზე ცნობების პროექტებს;

თ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის „ა.ვ.“ ქვეპუნქტით დელეგირებული უფლებამოსილებათა განხორციელება.

ი) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

5. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშ