1. პროცედურულს საკითხებს მიეკუთვნება;

ა) შესვენების გამოცხადების და ხანგრძლივობის შესახებ;

ბ) საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ;

გ) სიტყვით გამოსვლის დროის გახანგრძლივების შესახებ;

დ) სხდომაზე მოწვეული პირისთვის სიტყვით გამოსვლით უფლების მიცემის შესახებ;

ე) განსახილველ საკითხზე დებატების გადადების ან შეწყვეტის შესახებ;

ვ) კომისიისთვის საკითხის დამატებით შესასწავლად გადაცემის შესახებ;

ზ) კამათის გარეშე საკითხის კენჭისყრის შესახებ;

თ) დახურული სხდომის გამართვის შესახებ;

ი) საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა თანამდებობის პირთა მოწვევის შესახებ;

კ) კენჭისყრის წესის შესახებ;

ლ) გამომსვლელთა რიგითობის შეცვლის შესახებ;

მ) საკრებულოს წევრთა დამატებითი რეგისტრაციის გავლის შესახებ;

ნ) ხმების ხელახალი დათვლის შესახებ.

2. ამ მუხლით დადგენილ პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით ან კენჭისყრის გარეშე სხდომის თავმჯდომარის წინადადებით, თუ სხდომაზე დამსწრე საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრ