რამაზ თედორაძის განცხადების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/21402-21
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2 /21402-21 ( 330212021004963166 )

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილი)

№2/21402-21

2022 წლის 11 მაისი

თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე სალომე გველესიანი

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განმცხადებელი რამაზ თედორაძე

წარმომადგენელი გიგა კვერენჩხილაძე

დაინტერესებული პირები სს „აგროტექსერვისის“ (ს/კ 224068586) 0.876%-ის მფლობელი აქციონერები

მოთხოვნა სს „აგროტექსერვისის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. რამაზ თედორაძის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. სს „აგროტექსერვისის“ (ს/კ 224068586) 99.124% აქციების მფლობელ რამაზ თედორაძეს (მყიდველი) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „აგროტექსერვისის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (0.876% აქციების მფლობელი აქციონერებისაგან);

3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 8.32 (რვა ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარი;

4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 15 ივნისი 2022 წელი, 18:00 საათი;

5. განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

 

მოსამართლე                                                                                                   სალომე გველესიანი

 

.