თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1431-25
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გადაწყვეტილება საქართველოს სახელით სარეზოლუციო ნაწილი საქმე №2/1431-25/330212025010830214 |
|
2025 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი |
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი
სხდომის მდივანი მარეხ ბაკაშვილი
წარმომადგენელი – დავით ბიჭიკაშვილი
დაინტერესებული პირები – სს „მესხეთის“ (ს/ნ: 208142419) 1.67222%-ის მფლობელი აქციონერები
მოთხოვნა – სს „მესხეთის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს „დჯ ჯგუფის“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. სს „მესხეთის“ (ს/ნ: 208142419) 98.32778% აქციების მფლობელ შპს „დჯ ჯგუფს“ (მყიდველი) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „მესხეთის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (1.67222%-ის მფლობელი აქციონერებისგან).
3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 118.41 (ას თვრამეტი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარი.
4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 8 ოქტომბერი, 2025 წელი, 18:00 საათი.
5. განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1431-25“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1431-25“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1431-25“?
- „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1431-25“ მიღებულია 22.09.2025. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/1431-25.
- სად არის „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1431-25“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1431-25“, №2/1431-25, 22.09.2025 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6640313/