რამაზ თედორაძის განცხადების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქმე № 2 /21402-21 ( 330212021004963166 )
|
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილი) №2/21402-21 |
|
2022 წლის 11 მაისი თბილისი |
მოსამართლე სალომე გველესიანი
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
წარმომადგენელი – გიგა კვერენჩხილაძე
დაინტერესებული პირები – სს „აგროტექსერვისის“ (ს/კ 224068586) 0.876%-ის მფლობელი აქციონერები
მოთხოვნა – სს „აგროტექსერვისის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რამაზ თედორაძის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. სს „აგროტექსერვისის“ (ს/კ 224068586) 99.124% აქციების მფლობელ რამაზ თედორაძეს (მყიდველი) ნება დაერთოს, მოახდინოს სს „აგროტექსერვისის“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვა დაინტერესებული პირებისგან (0.876% აქციების მფლობელი აქციონერებისაგან);
3. აქციათა გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 8.32 (რვა ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარი;
4. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 15 ივნისი 2022 წელი, 18:00 საათი;
5. განმცხადებლის მიერ საქმეზე გადახდილი ბაჟი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
6. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
მოსამართლე სალომე გველესიანი
.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რამაზ თედორაძის განცხადების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „რამაზ თედორაძის განცხადების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.05.2022.
- როდის იქნა მიღებული „რამაზ თედორაძის განცხადების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ“?
- „რამაზ თედორაძის განცხადების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ“ მიღებულია 11.05.2022. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/21402-21.
- სად არის „რამაზ თედორაძის განცხადების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.05.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „რამაზ თედორაძის განცხადების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ“, №2/21402-21, 11.05.2022 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5466929/