ხულოს მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.05.2022
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016383
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და
საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე შუახევის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2022 წლის 27 მაისი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 85-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი, თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილებით დამტკიცებული წესის მოქმედება გამონაკლისის სახით გავრცელდეს ხულოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადებისა და ფორმირების პროცესზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა (შემდგომში –პროგრამა), როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი მექანიზმი „მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს“ მიზანია ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას ჩართულ იქნეს სამოქალაქო ინიციატივები, მომავალი გეგმების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს საზოგადოებრივი ინტერესები, მიეცეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, საინიციატივო ჯგუფებსა და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა, თვითონ შეიმუშაონ და განსაზღვრონ კონკრეტულ დასახლებაში, უბანში არსებული პრიორიტეტული პროექტები.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. წესი შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად და განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – „მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს“ (შემდგომში – „საბჭო“) კომპეტენციას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის და თვითმმართველობის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
2. საბჭოს შემადგენლობაში გენდერული ბალანსის დაცვით შედიან ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელე/ები, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი/ები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი/ები, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი/ები, მოწყვლადი ჯგუფების და სპეციალური საჭიროებების მქონე პირები.
3. საბჭო შედგება არაუმეტეს 15 წევრისაგან.
4. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
მუხლი 2🔗.
ძირითადი პრინციპები
საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) მოქალაქეთა დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში;
ე) საბიუჯეტო სახსრების სამართლიანი განაწილება.
მუხლი 3🔗.
საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭო უფლებამოსილია, „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ მომზადების ეტაპზე, განიხილოს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული საპროექტო განცხადებები (შემდგომში – „პროექტი“), შეამოწმოს განცხადებების სისწორე შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სამართლებრივი ასპექტები (არის თუ არა მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი), ტექნიკური ასპექტები (რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება), ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასება), პროექტის განხორციელების ვადები, ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს; საჭიროების შემთხვევაში პროექტის განხილვისას მოიწვიოს პროექტის ავტორი.
2. საბჭო უფლებამოსილია პროექტის მიმდინარეობისას შეამოწმოს მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივები დაბა ხულოში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების თაობაზე, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
3. „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტში გასათვალისწინებელი თანხის მოცულობას განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია.
4. მუნიციპალიტეტის მიერ პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ ან/და ნებაყოფლობით უფლებამოსილებებს.
5. მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საინფორმაციო კამპანია;
ბ) პროექტების შემუშავება და წარდგენა;
გ) პროექტების ვერიფიკაცია;
დ) მონაწილეობითი ბიუჯეტის საპროექტო ინიციატივებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ფარული კენჭისყრის პროცედურა;
ე) ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა;
ვ) პროექტის განხორციელება, შეფასება და მონიტორინგი.
6. საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია საბიუჯეტო წლის პირველი აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე.
7. საბჭო უფლებამოსილია გამოავლინოს ვერიფიცირებული პროექტი საბიუჯეტო წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე.
8. მოქალაქეთა ინიციატივები განხილვისათვის წარედგინება საბჭოს. საბჭო შეისწავლის და განიხილავს საპროექტო განაცხადებს, აგრეთვე, საბჭო გენდერულ ჭრილში ახდენს წარდგენილი იდეებისა და საბოლოოდ დამდგარი შედეგების შეფასებას, ღებულობს დასკვნასა და რეკომენდაციას, რომელიც ეგზავნება ხულოს მუნიციპალიტეტის მერს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით.
9. საბჭო უზრუნველყოფს გამარჯვებული იდეის ავტორის ჩართულობას შესყიდვებისა და მონიტორინგის განხორციელების პროცესში.
მუხლი 4🔗.
საბჭოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი
1. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს წევრები, საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.
2. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება საბჭოს სხდომებს;
ბ) კოორდინაციას უწევს საბჭოს საქმიანობას;
გ) საჭიროებისამებრ, იწვევს საბჭოს სხდომას და სხდომის გამართვამდე არანაკლებ 2 დღით ადრე აღნიშნულის შესახებ აცნობებს საბჭოს წევრებს და დაინტერესებულ პირებს;
დ) საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს განსახილველ საკითხთა ნუსხას და დღის წესრიგს, აკონტროლებს სამუშაო გეგმისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ე) ასრულებს საბჭოს წარმომადგენლობით ფუნქციას;
ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმებს.
3. საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს წლიურ სამოქმედო გეგმას;
ბ) საქმიანობის უკეთ განხორციელების მიზნით უფლებამოსილია შეიმუშავოს და დაამტკიცოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის წლიური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საკონკურსო პროექტების განაცხადის ფორმას;
დ) არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, მერს წარუდგენს გადაწყვეტილებას მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით, მოქალაქეების მიერ შერჩეული საპროექტო წინადადებების ნუსხის შესახებ;
ე) იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის ან/და რეკომენდაციის სახით;
ვ) უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებები.
4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა.
5. იდეების წარდგენის ეტაპიდან დაცული იქნას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები.
მუხლი 5🔗.
ანგარიშვალდებულება
საბჭო ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.