📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.05.2022
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016380
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,727 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 14.08.2020 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.09.2023 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.04.2022 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.06.2022 თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.08.2020

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2022 წლის 27 მაისი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24 მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ივლისის №08 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მერიის აპარატი არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადამიანური რესურსების მართვას; აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას სასამართლოში, მერიაში ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვას, სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელებას. 2. აპარატი შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ხულოს  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 3. აპარატი სრული დასახელებაა: ხულოს მუნიციპალიტეტის  მერიის  აპარატი. 4. აპარატი  შედგება აპარატის  უფროსისა და აპარატში  შემავალი  განყოფილებებისაგან და საჯარო მოხელეებისგან. 5. აპარატი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 6. აპარატს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. 7. აპარატი ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე. 8. აპარატის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე. 9. აპარატი მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას. 10. აპარატის იურიდიული მისამართია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის №1. მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება. 2. აპარატის საქმისწარმოების, დოკუმენტაციის აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების  კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, საქმისწარმოების წესით და მერის სხვა ადმინისტრაციული აქტებით. მუხლი 3🔗. აპარატის ფუნქციები 1. აპარატი უზრუნველყოფს: ა) მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ მუნიციპალურ სამსახურებსა და წარმომადგენლებს შორის; დ) მერის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ე) აპარატის სამუშაოთა გეგმების მომზადებას, მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა-დაარქივებას; ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას; ლ) მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას; მ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; ნ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; ო) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; პ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ჟ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; რ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას,  საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ს) გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავებასა და დაგეგმვას; ტ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვას; უ) სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას სასამართლოში; ფ) მერიაში ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვას, სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელებას; ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. აპარატის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი. 2. აპარატის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 3. აპარატის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) ხელს აწერს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის; ე) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს მერიაში ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვას, სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელებას; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და  მუნიციპალიტეტის მერისთვის  წარდგენას; თ) მუნიციპალიტეტის მერს  პერიოდულად წარუდგენს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ი) უზრუნველყოფს აპარატის  კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ წარმოების წარმართვას; კ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; მ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს აპარატს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში; ნ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ო) ესწრება მერის თათბირებს; პ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 4. აპარატის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს აპარატისადმი ან/და აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 5. აპარატის უფროსი  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია აპარატის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 6. აპარატის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის აპარატის უფროსის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება აპარატში შემავალ ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. 7. აპარატის უფროსის  თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 5🔗. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 2. აპარატის  სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) იურიდიული განყოფილება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ)  საქმის წარმოების განყოფილება; დ) მერიის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება; 3. განყოფილება შედგება განყოფილების  უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, აპარატის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. მუხლი 6🔗. იურიდიული განყოფილება იურიდიული განყოფილების  ფუნქციაა: ა) მერის, მერიის სამსახურებისა და მერის  წარმომადგენლების იურიდიულ  საკითხებზე კონსულტაცია, სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ბ) მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის გარიგებების, შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამართალდარღვევის ოქმების  და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების ექსპერტიზა, მათი შესაბამისობა  მოქმედ კანონმდებლობასთან, მუნიციპალიტეტის  ნორმატიულ აქტებთან და რეკომენდაციების მომზადება; გ) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვა; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოება მერიის სხვა სამსახურებთან, წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე) მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა; ვ) მერიის  სამსახურებისა და მერის  წარმომადგენლების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადება; ზ) მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში და მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; თ) მერიის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ი) სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელება; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ლ) საჯარო ინფორმაციის  გაცემა; მ) შრომის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა; ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 7🔗. აპარატის საქმისწარმოების განყოფილება აპარატის საქმისწარმოების განყოფილების  ფუნქციაა: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა; შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია; ბ) დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის, დავალებების სათანადოდ გაფორმება; გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა; ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად; ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა, ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა; ზ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო  გამოყენება; თ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობა, კონტროლი და მათი დაცვა; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8🔗. მერიის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები მერიის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციაა: ა) მერიის ვებგვერდის ადმინისტრირება; ბ) მერიისა და მერის თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობა, საჯარო ინფორმაციის რეესტრის  წარმოება,  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის  გაცემა; გ) მერიის თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების  ჩატარების ორგანიზება,  მერიის  საქმიანობის  შესახებ  ყოველთვიური  პრესდაიჯესტის   მომზადება და გამოქვეყნება, მათი ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო   საშუალებებთან; დ) ელექტრონული საქმისწარმოების გამართული ფუნქციონირება; ე) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო  სისტემის  ფუნქციონირება; ვ) მერიის სამსახურებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და სელექცია; ზ) სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან ახორციელებდეს აქტიურ ურთიერთობებს; თ) ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებისათვის ბიჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციიები, გრანტები) მოზიდვას; ი) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები, გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; კ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერთან და აპარატის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; ლ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მერთან და აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე სპეციალისტები; მ) წელიწადში ერთხელ მერს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და ხულოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ; ნ) მოქმედი  კანონმდებლობითა  და  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული სხვა  ფუნქციების  განხორციელება. მუხლი 9🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება  9.1 განყოფილების ფუნქციები: 1. განყოფოლების ფუნქციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს: ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; დ) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა. თ) ბავშვის უფლებების დაცვის  პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა; ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები. 2. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას; ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას; გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას; საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებას და გავრცელებას, დ) მერიის ვებგვერდზე  ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას, 9.2 განყოფილების ხელმძღვანელი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი და ანგარიშვალდებულია მერისა და მერიის აპარატის  უფროსის წინაშე; 2. განყოფილების სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 3. განყოფილების უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას; ბ) შემოსული განცხადების/ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მდგომარეობის შესწავლისა და სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.   გ) უზრუნველყოფს საქმის წარმოებაში ბავშვის ფსიქოლოგის, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტის ჩართვას; დ) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ჩაღმავებული (მეორადი) შეფასების განხორციელების თაობაზე და უზრუნველყოფს მასში შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობას. ე) ამტკიცებს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ სკრინინგის, პირველადი ან ჩაღრმავებული შეფასების საფუძველზე შემუშავებულ სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან ან/და კერძო პროვაიდერებთან თანამშრომლობით.  ვ) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექტორის მიერ გეგმიური კონტროლის  ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ. ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს სახდელის შეფარდებას ან უგზავნის სამართალდარღვევის ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თ) ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის  პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს  შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, ხელშეკრულებების დადების და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერას. 9.3 ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 1. ბავშვისა და ოჯახისა სოციალური მუშაკი  არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც: ა) ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას ამ დებულების მე-4 თავით გათვალისწინებული ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით. ბ) შეიმუშავებს დებულების მე-5 თავით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე; გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას; დ) კოორდინაციას უწევს ამ დებულების მე-6 თავით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით; ე) საქმის წარმოების ერთიანი სისტემის გამოყენებით (მე-7 მუხლი) მონიტორინგს უწევს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცეს და ადგენს ანგარიშს; ვ) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთანებებთან და სხვა ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან  თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე; 2. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ოჯახში/ბავშვის განთავსების ადგილზე. 3. თუ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.  გადაუდებელია მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში. 9.4 ბავშვის ფსიქოლოგი 1. ბავშვის ფსიქოლოგია არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში. 2. ბავშვის ფსიქოლოგი ადგენს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას, სწავლობს მის ქცევას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელეებლი ღონისძიებების შესახებ. 3. ბავშვის ფსიქოლოგი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და მეუღლეების თანხმობით ახორციელებს ახალშექმნილი ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს. 9.5 ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი 1. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში. 2.  ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ადგენს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და  შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელეებლი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების შესახებ. 3. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და ოჯახის თანხმობით ახორციელებს ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, ქალის ორსულობის პერიოდში და მშობიარობიდან 1 წლის განმავლობაში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს. 9.6 სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი 1. სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი (შემდგომში – იურისტი) არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში. 2. იურისტის ფუნქციებია: ა) განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ბ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზება და განყოფილების უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; გ) ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის სამართლებრივი ექსპერტიზა; დ) ბავშვის/ოჯახის სამართლებრივი კონსულტირება. 9.7 ბავშვის დაცვის ინსპექტორი 1. ბავშვის დაცვის ინსპექტორი (შემდგომში – ინსპექტორი) არის  შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას. 2. ინსპექტორის უფლებამოსილებებია: ა) საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა; ბ) საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ბავშვის ჯგუფური ტრანსპორტირების წესების და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირების (ღონისძიების ორგანიზატორი) მიერ საკუთარი ვალდებულებების დაცვაზე ზედამხედველობა; გ) ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის შემცველი ბეჭდური მედიის გავრცელების წესების დაცვაზე ზედამხედველობა, დ) საჯარო კინოჩვენებებზე და ღამის კლუბებში ბავშვის დაშვების წესების დაცვაზე ზედამხედველობა; ე) ჩაწერილ ფილმებზე  ხელმისაწვდომობის სამართლებრივ შეზღუდვების დაცვაზე ზედამხედველობა; ვ) ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა თრობის საშუალებების, ალკოჰოლის შემცველი სასმელის,   თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულების  ბავშვისათვის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა. 2. ინსპექტორი სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს შესაბამის ზედამედველობას განყოფილების უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმიური შემოწმების ფარგლებში ან არაგეგმიურ შემოწმებას - შემოსული შეწყობინების საფუძველზე. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტორი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს და წარუდგენს განყოფილების ხელმზღვანელს შემდგომი რეაგირებისათვის.  3. ინსპექტორი პრევენციულ და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებებს  ახორციელებს ,,ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე“, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-18 მუხლის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 10🔗. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების  ფუნქციაა: ა) სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვა; ბ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოება მერიის სხვა სამსახურებთან, წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; გ) მერიის  სამსახურებისა და მერის  წარმომადგენლების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადება; დ) მერიის საჯარო მოსამსახურეების სამუშაოზე მიღებისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, შვებულებებისა და მივლინებების, აგრეთვე, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) მერიაში ახლად მიღებულ თანამშრომელთა მიერ საჯარო მოხელის ფიცის დადებისა და შინაგანაწესის გაცნობის ხელწერილების ჩამორთმევის პროცედურის განხორციელება; ვ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო მონაცემების ინფორმაციული ბაზის შექმნა; ზ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მერიის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადება, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრა; თ) დადგენილი წესით, მოხელის შეფასებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ი) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და პროცესის ზედამხედველობა; კ) მერიის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ლ) სამსახურებრივი ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების განხორციელება; მ) დადგენილი წესით, მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების განსაზღვრის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ო) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად; პ) შრომის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა; ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში აპარატის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 11🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეები 1. აპარატის  სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 3. აპარატის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი. მუხლი 12🔗. სხვა დებულებანი 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აპარატის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.