მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.05.2022
ძალაში შესვლა 01.06.2022
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016376
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2022 წლის 27 მაისი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილების მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წესი და ოდენობა
მუხლი 1🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდებათ შემდეგი საქმიანობისთვის გაწეულიხარჯები:
ა)
საკრებულოს სხდომებისა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
ბ)
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 47-ემუხლის შესაბამისად ამომრჩევლებთან ურთიერთობა;
გ)
საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
დ)
საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულება.
მუხლი 2🔗.
ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში შეადგენს 650 (ექვსას ორმოცდათი) ლარს.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრისთვის ხარჯების დადასტურება და ანაზღაურება
1.
ამ დანართის პირველი მუხლის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიების სხდომებში დეპუტატების დასწრების აღრიცხვას, ხოლო დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დროებით სამუშაო ჯგუფში დეპუტატების მონაწილეობის აღრიცხვას და ყოველი თვის 18 რიცხვამდე საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების დასწრების აღრიცხვა ხორციელდება საკრებულოს სხდომის სარეგისტრაციო ფურცლით, რომელსაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
2.
საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი.
3.
თუ საკრებულოს წევრი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
4.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.