წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-119.119221513
2022 წლის 31 მაისი
წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8-მე-10 მუხლებისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად,წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩებს სახელწოდებები გადაერქვათ დანართი №1-სა და თანდართული რუკის შესაბამისად.
2. განხორციელდეს უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება:
ა) ალექსანდრე პუშკინის ქუჩასთან არსებულ ჩიხს განესაზღვროს სახელწოდება ალექსანდრე პუშკინის პირველი ჩიხი.
ბ) პროექტით გათვალისწინებული 26 მაისის ქუჩასა და ედუარდ ბრაიშის ქუჩას შორის არსებულ უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს განესაზღვროს სახელწოდება მე-10 ქუჩა.
3. წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4.განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
ირაკლი გიგინეიშვილი
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დანართი №1
დაბა თრიალეთი
1. საბჭოს ქუჩა – კლდეკარის ქუჩა;
2. ალექსანდრე სუვოროვის ქუჩა – იაკობ გოგებაშვილის ქუჩა;
3. ხრამჰესის ქუჩა – ედუარდ ბრაიშის ქუჩა;
4. 1 მაისის ქუჩა – 26 მაისის ქუჩა;
5. ლენინის ქუჩა – ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩა;
6. სკოლის ქუჩა – ცოდნის ქუჩა;
7. შოთა რუსთაველის ქუჩა (დარჩა უცვლელი);
8. ფეოფილაქტე ზუბალოვის ქუჩა (დარჩა უცვლელი);
9. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა (დარჩა უცვლელი).
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2022.
- როდის იქნა მიღებული „წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“?
- „წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მიღებულია 31.05.2022. მიმღები ორგანო — წალკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-119.119221513. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.155.016002.
- სად არის „წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „წალკის მუნიციპალიტეტის თრიალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა თრიალეთის ქუჩების სახელწოდებების გადარქმევის და უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“, №გ-119.119221513, 31.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.155.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5484524/