📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.06.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016626
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,105 სიტყვა · ~21 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
რაოდენობა
გვა­რი სა­ხე­ლი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.06.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.05.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.05.2023 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 09.06.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34  2022 წლის 17 ივნისი ქ. ქუთაისი საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი №1 დანართის შესაბამისად. (№1 დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისა და გამოყენების წესი №2 დანართის შესაბამისად. (№2 დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №3 დანართის შესაბამისად. (№3 დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) N4 დანართის შესაბამისად. (№4 დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა №5 დანართის შესაბამისად. (№5 დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 6🔗 დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმა №6 დანართის შესაბამისად. (№6 დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 7🔗 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830) მიენიჭოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 55​​​​5, 55​​​​6, 77​​​​1, 77​​​​2 მუხლებით, 82​5 მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 107​​​4 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-14, მე-16 ნაწილებით, 134​1, 135-ე, 135​1 და 146​​​​1 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4  ნაწილებით, 150-ე – 150​1  მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​​​​2 და 156​​1 მუხლებით, 158​​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება. მუხლი 8🔗 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830) 2022 წლის 31 დეკემბრიდან მიენიჭოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 152​5, 152​6, 152​7, 152​8 და 152​9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება. მუხლი 9🔗 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412711230 ) მიენიჭოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარ­ღვე­ვათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 125​4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება. მუხლი 10🔗 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას“ (საიდენტიფიკაციო კოდის 412750713) მიენიჭოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრა­ციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილება. მუხლი 11🔗 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს – ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას მიენიჭოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 46​5, 46​6, 172​8 და 172​9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილება. მუხლი 12🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილება. მუხლი 13🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 17 ივნისიდან. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია დანართი № 1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამოვლენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრების (ოქმები) ფორმები, ფორმებით მომარაგების, გაცემისა და დაბრუნების წესი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საჯარიმო ქვითრები (ოქმები) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვთ შემდეგი დამცავი ნიშნები: ა) ნომერი; ბ) დამცავი ბადე; გ) უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს. 2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით. 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფროსის  ბრძანებით დანიშნული ამისათვის პასუხისმგებელი პირი. 4. ოქმების გატანის უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის თანამშრომლებს, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფროსის  ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს. 5. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფროსის ხელმოწერით. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეულების ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის/პირების ხელმძღვანელები ოქმების წარმოებაზე (გაუქმებაზე) ამზადებენ ყოველთვიურ ანგარიშს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა 1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. 2. ოქმები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა–ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, გაცემის შემდეგ – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის, ოქმების რეგისტრაციის ჟურნალზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფროსის ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირთან. 3. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ რაც ოქმები ჩაბარდება ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს, ოქმის შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება. მუხლი 4🔗. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენა და წარმოება 1. ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვათა კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან: ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს; ბ) მეორე – რჩება ოქმის შემდგენელთან; გ) მესამე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით. 3. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ოქმის შემდგენმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 2​​​1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში. 4. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს  (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს). 5. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული; დ) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: ფიზიკური პირი - სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის პირობების შემთხვევაში); იურიდიული პირი - იურიდიული პირის მისამართი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და სხვა მისი პირადი მონაცემები; ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან; ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 7. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც. 8. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 9. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 10. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. 11. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტრულ ქვედანაყოფს. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემების აღრიცხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონაცემების შესახებ აღრიცხვას აწარმოებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი მერიის სტრუქტურული ერთეულები ან/და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები. მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა 1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის ფორმის შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნუმერაცია. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისა და გამოყენების წესი საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ სამართალ­დარ­ღვევებზე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენა და წარმოება 1. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) სათანადოდ უფლებამოსილი პირები ადგენენ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის  კოდექსი“ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. 3. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 4. უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომას. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბა­მისი სტრუქტურული ერთეულის ან მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის უფლებამოსილმა თანამშრომელმა, თუ ადგილზე ვერ შეადგინა ადმინისტრა­ციული სამართალდარღვევის შესახებ საჯარიმო ქვითარი (ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე, ან ფოტოფირზე, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილია, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) შეადგინოს ადმინისტრაციულ ორგანოში და გაუგზავნოს სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 6. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, მას საჯარიმო ქვითრის მეორე ეგზემპლარი ფოსტით ეგზავნება. 8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილში აღინიშნება: ა) შედგენის თარიღი; ბ) შედგენის ადგილი; გ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი, მამის სახელი; დ) სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი); ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, ჯარიმის ოდენობა; ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები; თ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; ი) მიმღები მოლარე; კ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი; ლ) მოწმე, ან სხვა პირის ხელმოწერა; მ) ოქმის შემდგენლის ხელმოწერა; ნ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა; ო) შენიშვნა. 9. საჯარიმო ქვითრის მეორე ნაწილში აღინიშნება: ა) გადამხდელის სახელი, გვარი; ბ) გადამხდელის მისამართი; გ) ჯარიმის ოდენობა; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი; ე) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; ვ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი; ზ) მიმღები მოლარე; თ) შემომტანი; ი) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); კ) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ; ლ) საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან: ლ.ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი; ლ.ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 10. საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრა­ციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითარი (ოქმი)  ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს). 11. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. 12. საჯარიმო ქვითარს (ოქმს) ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც. 13. იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ხელმოწერაზე, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენის მიერ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 14. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს საჯარიმო ქვითარზე (ოქმზე) დასართავი ახსნა–განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 15. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 2​1 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში. 16. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. დანართი №3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000000 სერია: ქქ 000000 1.  – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –  20     წ.            2.  – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ​/ოქმის შედგენის რიცხვი, თვე/                                                                      /ოქმის შედგენის ადგილი/ 3. – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ​/ოქმის შემდგენლის თანამდებობა/ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ​/სახელი, გვარი/ 4. დავადგინე, რომ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ​/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი/ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ​/ნორმატიული აქტი, რომელიც დაირღვა/ 5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის – – – – – – – – – – – მუხლით/მუხლის – – – – – – – – – – – – – ნაწილით. 6. მონაცემები დამრღვევის შესახებ: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ​/ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი N და სხვა მონაცემები, იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი პირადი მონაცემები/ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 7. დამრღვევის ახსნა-განმარტება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით. 8. მოწმე ან/და დაზარალებული: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ​                                                      /ხელმოწერა/                                        /სახელი, გვარი, მისამართი/ 9. ოქმის შემდგენელი პირი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ​                  /ხელმოწერა/                         /სახელი, გვარი/ 10. სამართალდამრღვევი პირი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ​                  /ხელმოწერა                         /სახელი, გვარი/ 11. ჩავიბარე ოქმი: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ​                    /სამართალდამრღვევის ხელმოწერა/ 12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 13. შენიშვნა: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – დანართი №4 წინა მხარე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ნაწილი 1.                                             საჯარიმო ქვითარი ბ.ა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000000000 1. შედგენის თარიღი: _ _ _ _ _ _ _   2. შედგენის ადგილი: _ _ _ _ _ _ _ ​        (რიცხვი, თვე, წელი) 3. ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 4. სამართალდამრღვევის მონაცემები: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(ფიზიკური პირი (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი) _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​იურიდიული პირი (დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი) 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის – – – – – – – – – მუხლის – – – – ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას – – – – – ლარის ოდენობით. 7. მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 8. ოქმს ერთვის დამრღვევის ახსნა–განმარტება: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(ახსნა–განმარტებისა და სხვა დოკუმენტის არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა) 9. მიმღები მოლარე: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _             _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(ხელმოწერა და თარიღი)  (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) ​მოწმის ან სხვა პირის ხელმოწერა: – – – – – ოქმის შემდგენლის ხელმოწერა: – – – – –  სამართალდამრღვევი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა) შენიშვნა:  _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ნაწილი 2. საჯარიმო ქვითრის ყუა № 000000000 ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში 1. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(გადამხდელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი) 2. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(გადამხდელის მისამართი) 3. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(ჯარიმის ოდენობა) 4. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი) 5. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი) 6. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი) 7. მიმღები მოლარე: _ _ _ _  ​ხელმოწერა  8. შემომტანი: _ _ _ _ _ _ _ _                              ​(ხელმოწერა) ბ.ა. თარიღი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ​(რიცხვი, თვე, წელი) საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების, ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ უკანა მხარე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული თავისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება. მოქალაქეს  განემარტა  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და მიეწოდა ინფორმაცია სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10 დღიანი ვადის შესახებ (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: ქალაქი ქუთაისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3).  დამკვეთი:                   დამამზადებელი: მისამართი:                 სემგს-ს რეგისტრაციის №   დანართი №5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № გა­ცე­მის  თა­რი­ღი ოქ­მის, სა­ჯა­რი­­მო ქვი­თრის (ოქ­მის) ნო­მე­­რი ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გამცემი ოქმის,საჯარიმო ქვითრის (ოქმის) მიმღები შედგენილი (გამოყენებული) ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები) დაბრუნებული /გაუქმებული/ ოქმები, საჯარიმო ქვითრები (ოქმები) შე­ნი­შვნა გვა­რი სა­ხე­ლი თა­ნა­მდე­ბობა ხე­ლ­ მო­წე­რა გვა­რი სა­ხე­ლი თა­ნა­მდე­ბობა ხე­ლ­ მო­წე­რა გვა­რი სა­ხე­ლი თა­ნა­მ­დე­ბო­ბა ხე­ლ­ მო­წე­რა და­ბრუ­ნე­ბის თა­რი­ღი აქ­ტის ნო­მე­რი გვა­რი სა­ხე­ლი ხე­ლ­ მო­წე­რა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 დანართი №6 ა ქ ტ ი   № (ფორმა) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების ჩამოწერის შესახებ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (აქტის შედგენის ადგილი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 20      წელი № რაოდენობა ოქმის ინდივიდუალური ნომერი/ნომრები შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: