ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2022 წლის 17 ივნისი ქ. ბათუმი |
|
2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ყოველთვიური ხარჯები ანაზღაურდება:
ა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის;
ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის;
გ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის.
3. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ყოველთვიური ხარჯები ანაზღაურდება შემდეგნაირად:
ა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის 60% – 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარი;
ბ) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის 20% – 150 (ასორმოცდაათი) ლარი;
გ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის 20% – 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
4. საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისთვის, საკრებულოს კომისიების სხდომებსა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯებისა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით ამ დოკუმენტაციის მომზადება, შევსებასა და წარდგენასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირ(ები)ი განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიებმა ყოველი თვის არა უადრეს 1 და არაუგვიანეს 2 რიცხვისა უზრუნველყონ საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირისა ) კომისიის სხდომებზე დასწრების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი(ები)ს (კომისიის ოქმი) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული პირებისათვის მიწოდება.
3. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯები აუნაზღაურდეს მის მიერ ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრების, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის პროპორციულად.
4. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა საპატიო მიზეზით გაცდენილად ეთვლება:
ა) თუ საკრებულოს/კომისიის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის (ავადმყოფობა-დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება,) არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით, ხოლო წერილობით შეტყობინების შეუძლებლობის შემთხვევაში ზეპირად ინფორმირებული იქნება კომისიის/საკრებულოს თავმჯდომარე, რასთან დაკავშირებითაც საკრებულოს წევრმა საკრებულოს აპარატში ყოველი თვის არა უადრეს 01 და არაუგვიანეს 02 რიცხვისა წერილობით უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ბ) თუ ფრაქცია ან უფრაქციო საკრებულოს წევრი პოლიტიკური შეხედულების გამო უარს აცხადებს საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების სხდომაზე საკითხთა განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი) ასეთ შემთხვევაში წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
5. საკრებულოს აპარატის უფროსმა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიღებიდან 2 (ორი) დღის ვადაში, უზრუნველყოს მოხსენებითი ბარათით საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირისა), უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ ერთიანი დოკუმენტაციის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენა.
6. საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი ერთიანი დოკუმენტაცია, საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ, წარდგენიდან იმავე დღეს საკრებულოს თავმჯდომარის წერილით გადაეგზავნოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას.
7. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, ამ წესის შესაბამისად საკრებულოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტაციის (წერილი, მოხსენებითი ბარათი და სხვა დოკუმენტაცია) საფუძველზე, 3(სამი) დღის ვადაში უზრუნველყოს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის 4-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
დანართი 2
საანგარიშო პერიოდი:
(თვე) (წელი)
წინამდებარე ცხრილი შეადგინეს: საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე (ხელმოწერა) (სახელი გვარი) საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე (ხელმოწერა) (სახელი გვარი) საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე (ხელმოწერა) (სახელი გვარი) საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურე (ხელმოწერა) (სახელი გვარი) ცხრილის შევსების თარიღი „--------“ „--------------------“-------წელი. |