📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.06.2022
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016525
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 967 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.06.2017 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 24.11.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.05.2019 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 21.04.2017 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 17.02.2017

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2022 წლის 17 ივნისი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო ფორმების  დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209​3 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ XIV თავისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1); 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №2); 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3); 4. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4); 5. სამშენებლო საქმიანობაზე მითითების ფორმა (დანართი №5); 6. არქიტექტურული-სამშენებლო საქმიანობაზე დაჯარიმების შესახებ დადგენილების ფორმა (დანართი №6); 7. შეტყობინების ფორმა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევისადმი (დანართი №7); 8. გაფრთხილების ფორმა (დანართი №8); 9. დადგენილების ფორმა საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №9); 10. მიწერილობის ფორმა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე (დანართი №10); 11. მიწერილობის ფორმა (დანართი №11); 12. მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის ფორმა (დანართი №12); 13. სააღსრულებლო ფურცლის ფორმა (დანართი №13); 14. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმა (დანართი №14); 15. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე გამოცხადების  უწყების ფორმა (დანართი №15); 16. მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მითითებით გასატარებელი ღონისძიებების შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №16). მუხლი 2🔗 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 77​1, 77​2, 82​5 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119​1, 146​1, 148-ე, 150-ე, 150​1, 151-ე, 151​2, 152-ე, 152​2, 153​4, 159-ე და 159​1 მუხლებითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების უფლება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიენიჭოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს. მუხლი 3🔗 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 196​1, 196​​3, 196​​6, 197-ე, 197​1, 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება მიენიჭოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს. მუხლი 4🔗 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 43​​1-43​​2 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს“. მუხლი 5🔗 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირში − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისა და დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №10 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge; 31/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016389). მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური დანართი №1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წ ე ს ი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“  საფუძველზე. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ოქმების დამზადება, გაცემა და დაბრუნება 1. ოქმების დამზადებას მუნიციპალიტეტი ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №3). მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა 1. ოქმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირებთან, რომელთაც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი. 2. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 3. სათავსი, სადაც ინახება ოქმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან. მუხლი 4🔗. ოქმების შევსება და წარმოება 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.  2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა სახელები და გვარები,  ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 5. სამართალდამრღვევის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევში, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში. 7. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.  მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა ხდება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის დაზიანების გამო; გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ (დანართი №4), რომელშიც აღინიშნება გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების  ნუმერაცია და ჩამოწერის მიზეზი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის  ნუმერაცია შეიტანება აღრიცხვის ჟურნალში.