ელექტროენერგიის წარმოების და განაწილების ლიცენზიანტებს ან პირდაპირ მომხმარებლებს შორის 6-10 კვ. ძაბვაზე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.005.638
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
2002 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სემეკ-ის 2001 წლის 10 სექტემბრის № 11 დადგენილებით დამტკიცებული „საბაზრო წესების“ პირველი მუხლის საფუძველზე, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს „ელექტროენეგრიის წარმოების და განაწილების ლიცენზიატებს ან პირდაპირ მომხმარებლებს შორის 6-10 კვ. ძაბვაზე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების და ანგარიშსწორების წესები”.
2. დადგენილება ძალაშია „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
1. წინამდებარე წესებით რეგულირდება ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც წარმოების ლიცენზია ნ ტის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება:
ა) განაწილების ლიცენზია ნ ტს 6-10 კვ. ძაბვაზე, გადაცემის ქსელის გაუვლელად (მასში გადადინების გარეშე) ან/და სხვა განაწილების ლიცენზია ნ ტის ქსელის გაუვლელად;
ბ) პირდაპირ მომხმარებელს 6-10 კვ. ძაბვაზე, გადაცემის ქსელის გაუვლელად (მათში გადადინების გარეშე) ან/და განაწილების ქსელის გაუვლელად.
2. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ნ ტი და განაწილების ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულნი არიან დადონ ელექტროენერგიის შესყიდვის პირდაპირი კონტრაქტი.
1. განაწილების ლიცენზია ნ ტი ან პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ანგარიშსწორება აწარმოოს უშუალოდ კონკრეტულ წარმოების ლიცენზია ნ ტთან, ამ მწარმოებლისათვის სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფით.
2. განსხვავება წარმოების საშუალო შეწონილ ტარიფისა და წარმოების ლიცენზიატის ტარიფს შორის უნდა ანაზღაურდეს შემდეგნაირად:
ა) თუ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატისათვის ან პირდაპირი მომხმარებლისათვის ელექტრობაზრიდან ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი მეტია კონკრეტული მწარმოებლისათვის დადგენილ ტარიფზე, მაშინ ამ ტარიფებს შორის განსხვავება განაწილების ლიცენზია ნ ტმა ან პირდაპირმა მომხმარებელმა უნდა გადარიცხოს ელექტრობაზრის ტრანსფერულ ანგარიშზე;
ბ) თუ შესაბამისი განაწილების ლიცენზია ნ ტისათვის ან პირდაპირი მომხმარებლისათვის ელექტრობაზრიდან ელექტროენერგიის შესასაყიდი ტარიფი ნაკლებია კონკრეტული მწარმოებლისათვის დადგენილ ტარიფზე, მაშინ ამ ტარიფებს შორის განსხვავება განაწილების ლიცენზია ნ ტს ან პირდაპირ მომხმარებელს აუნაზღაურდება ელექტრობაზრის ტრანსფერული ანგარიშიდან.
3. ამ წესების მიზნებისათვის, განაწილების ლიცენზიატისათვის ან პირდაპირი მომხმარებლისათვის ელექტრობაზრიდან ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი განისაზღვრება ელქტროენერგიის გადაცემის და მაღალი ძაბვის ელექტურ ქსელში დანაკარგების საფასურის გარეშე და შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) წარმოების საშუალო შეწონილი ტარიფი;
ბ) დისპეტჩერიზაციის ტარიფი;
გ) მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასური.
მუხლი 3. ელექტროენერგიის აღრიცხვა, ანგარიშსწორება და მიწოდების მოცულობა
1. ელექტროენერგიის აღრიცხვა განხორციელდეს „საბაზრო წესებით” დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
2. მიწოდებული ელექტროენერგიისათვის ანგარიშსწორება განხორციელდეს წარმოებისა და განაწილების ლიცენზია ნ ტს ან პირდაპირ მომხმარებელსა და წარმოების ლიცენზიატს შორის ამ დადგენილების მე-2 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით დადებული პირდაპირი კონტრაქტის საფუძველზე, რაზეც სესბს მიაწოდონ ინფორმაცია „ საბაზრო წესებით” დადგენილი პირობების დაცვით.
3. განაწილების ან პირდაპირ მომხმარებლებთან პირდაპირი კონტრაქტების გაფორმებამდე წარმოების ლიცენზიატ ნ ებმა წინასწარ უნდა შეათანხმოს ისინი სესბთან და დასამტკიცებლად წარუდგინოს სემეკ- ს ამ კონტრაქტებში აღნიშნული ფასები, ვადები და პირობები.
4. წარმოების ლიცენზია ნ ტის მიერ სესბში წარმოდგენილ ხელშეკრულების პროექტს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ უახლესი თარიღით გაცემული ცნობა ელექტრულ ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობების შესახებ, ინფორმაცია მისაწოდებელი ელექტროენერგიის მოცულობაზე და მის მიერ გაფორმებული ყველა მოქმედი პირდაპირი ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული ასლი. სესბის მიერ ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ იგივე დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს სემეკ-ში.
5. წარმოების ლიცენზია ნ ტი ვალდებულია დააბალანსოს ამ წესებით გათვალისწინებული სქემით მისაწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა და სხვა პირდაპირი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის მისაწოდებელი მოცულობები.