1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.
3. კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას.
4. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) მის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;
ბ) მისი, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
გ) ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი კომისიიდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან, რის შემდეგაც ფრაქციას უფლება აქვს კომისიას ახალი კანდიდატურა წარუდგინოს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.03.2026
მუხლი 30. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები და უფლებამოსილების შეწყვეტა
თავი V — საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 25. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 26. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 27. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 28. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 29. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 31. კომისიის სხდომა
- მუხლი 32. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 33. კომისიის მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 34. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 35. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 30, №16, 01.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016539 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5512652/muxli-30/