1. კომისიის გადაწყვეტილებით კომისიასთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე დაინტერესებული იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.
2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე.
4. საკონსულტაციო საბჭოს სხდომების დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
5. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის მერიას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
6. კომისიის თავმჯდომარის, კომისიის ან კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივით შეიძლება ჩატარდეს კომისიისა და საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.
7. საკონსულტაციო საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს საკრებულოს აპარატი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.03.2026
მუხლი 34. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
თავი V — საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 28. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 29. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 30. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 31. კომისიის სხდომა
- მუხლი 32. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 33. კომისიის მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 35. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 36. კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 37. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი
- მუხლი 38. ლაგოდეხის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო
- მუხლი 39. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34, №16, 01.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016539 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5512652/muxli-34/