1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და დაკომპლექტებულია კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ხდება ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის და საჭიროების შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ერთგვაროვან ფუნქციათა დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისგან კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა.
3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კი კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.
5. კომისია ვალდებულია საკრებულოს, ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.
6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე კომისიის სამუშაო გეგმის საფუძველზე. კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები.
7. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.
8. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.03.2026
მუხლი 31. კომისიის სხდომა
თავი V — საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 26. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 27. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 28. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 29. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 30. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 32. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 33. კომისიის მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 34. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 35. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 36. კომისიის სხდომის ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 31, №16, 01.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016539 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5512652/muxli-31/