1.
პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადებიდან გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის მიზნით, იქმნება  საკონკურსო კომისია (შემდგომში - კომისია).
2.
კომისიის შემადგენლობას სამდივნოს წარდგინებით წელიწადში ერთხელ ამტკიცებს მერი.
3.
კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) მერის მოადგილე;

ბ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარე;

გ) მერიის   საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურების წარმომადგენლები;

დ) ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი;

ე) პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელები;

ვ) ადგილობრივი არასამთავრობო ოგანიზაციის წარმომადგენელი