1. პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადებიდან გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის მიზნით, იქმნება საკონკურსო კომისია (შემდგომში - კომისია).
2. კომისიის შემადგენლობას სამდივნოს წარდგინებით წელიწადში ერთხელ ამტკიცებს მერი.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) მერის მოადგილე;
ბ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარე;
გ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურების წარმომადგენლები;
დ) ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი;
ე) პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელები;
ვ) ადგილობრივი არასამთავრობო ოგანიზაციის წარმომადგენელ