1. პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწლეობას იღებს დუშეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული:

ა) 18 წელს  მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც პროექტის გამარჯვების შემთხვევაში წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება;

ბ) ინდივიდუალური მეწარმე;

გ) მეწარმე იურიდული პირი.

2. ბიზნეს იდეის წარდგენა ასევე შეუძლია ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და მეწარმე იურიდიულ პირს, რომელიც არ არის დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

3. პროგრამის ბენეფიციარად (შემდგომში - ბენეფიციარი) ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გადალახავს პროგრამის ბიზნეს იდეების გადარჩევის ეტაპს ან/და  გამარჯვებული პროექტის ავტორია.

4. პროგრამის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს:

ა) საჯარო მოსამსახურე ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად);

ბ) პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად);

გ) ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ან/და მათი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიულ პირებში დასაქმებული პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად