1. ბიზნეს იდეების გადარჩევას უზრუნველყოფს პროგრამის სამდივნო კონკურსის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში.
2. ბიზნეს იდეების გადარჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) ბიზნეს იდეის ავტორი დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირია (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე);
ბ) ბიზნეს იდეის ავტორი დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს;
გ) ბიზნეს იდეის ავტორი 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან/და მეწარმე იურიდიული პირი, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს და ამასთან არ არის დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) ბიზნეს იდეა მოიცავს წარმოებას ან მომსახურების მიწოდებას, აგრარული, ტურისტული ან აგროტურისტული მიმართულებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან;
ე) განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 15,000 ლარს;
ვ) იდეის ავტორი არ წარმოადგენს ამ დანართის მე-7 მუხლის, მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს;
ზ) იდეის ავტორი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
თ) სრულად არის შევსებული ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ბიზნეს იდეის ფორმ