1.
ბიზნეს იდეების გადარჩევას უზრუნველყოფს პროგრამის სამდივნო კონკურსის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში.
2.
ბიზნეს იდეების გადარჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

ა) ბიზნეს იდეის ავტორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირია (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე);

ბ) ბიზნეს იდეის ავტორი 18 წელს მიღწეული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს და ამასთან, წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს;

გ) ბიზნეს იდეის ავტორი ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან/და მეწარმე იურიდიული პირია, რომელიც არ არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

დ) ბიზნეს იდეა მოიცავს წარმოებას ან მომსახურების მიწოდებას, აგრარული, ტურისტული ან აგროტურისტული მიმართულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან;

ე) განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 15,000 ლარს;

ვ) იდეის ავტორი არ წარმოადგენს ამ დანართის მე-7 მუხლის, მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს;

ზ) იდეის ავტორი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

თ) სრულად არის შევსებული ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ბიზნეს იდეის ფორმა