1.
ბიზნეს გეგმების შეფასებას უზრუნველყოფს პროგრამის საკონკურსო კომისია.
2.
ბიზნეს გეგმების შეფასება შედგება ორი ეტაპისგან:
ა) ფორმალური შეფასება;
ბ) გასაუბრება.
3.
გასაუბრების ეტაპი შესაძლებელია ასევე მოიცავდეს ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობას.
4.
შეფასების მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენს 100 ქულას, რომელიც ნაწილდება შემდეგი წესით:
ა) ფორმალური შეფასება – მაქსიმალური ქულა 30;
ბ) გასაუბრება – მაქსიმალური ქულა 50;
გ) დამწყები ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი – 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
დ) სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი – 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ე) ქალი განმცხადებელი – 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ვ) მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი – 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ზ) შშმ ან საპენსიო ასაკს მიღწეული პირი განმცხადებელი – 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
5.
ბიზნეს გეგმების შეფასების ფორმა მტკიცდება დანართი №3 -ის შესაბამისად