1. ბიზნეს გეგმების შეფასებას უზრუნველყოფს პროგრამის საკონკურსო კომისია.

2. ბიზნეს გეგმების შეფასება შედგება ორი ეტაპისგან:

ა) ფორმალური შეფასება;

ბ) გასაუბრება.

3. გასაუბრების ეტაპი შესაძლებელია ასევე მოიცავდეს ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობას.

4.  შეფასების მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენს 100 ქულას, რომელიც ნაწილდება შემდეგი წესით:

ა) ფორმალური შეფასება - მაქსიმალური ქულა 30;

ბ) გასაუბრება - მაქსიმალური ქულა 50;

გ) დამწყები ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი - 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);

დ) სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი  - 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);

ე) ქალი განმცხადებელი  - 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);

ვ) მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი - 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);

ზ) შშმ ან საპენსიო ასაკს მიღწეული პირი განმცხადებელი - 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);

5. ბიზნეს გეგმების შეფასების ფორმა მტკიცდება დანართი #3 -ის შესაბამისა