1. პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორსა და მუნიციპალიტეტს შორის ფორმდება  ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებსდა ითვალისწინებს გამარჯვებული ბენეფიციარის პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.

2. მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი პროექტი და დაფინანსების მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 15 000 ლარს.

3. კომისიის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ.

4. ბიზნეს გეგმის ნაწილობრივ დაფინანსების გადაწყვეტილება კომისიის მიერ საჭიროებს წერილობით დასაბუთებას.

5. პროექტის დაფინანსებისთვის გადაცემული თანხის სრული ათვისება უნდა მოხდეს პროგრამის მიმდინარეობის წლის ბოლომდე. აუთვისებელი თანხა რჩება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

6. პროექტის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვისთვის ბენეფიციარისთვის თანხის ჩარიცხვა ხდება ეტაპობრივად, ხარჯის გაწევის წინასწარ წარმოდგენილი დოკუმენტის (ინვოისი) მიხედვი