1. ბიზნეს იდეების გადარჩევას უზრუნველყოფს პროგრამის სამდივნო კონკურსის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში.
2. ბიზნეს იდეების გადარჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) ბიზნეს იდეის ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირია (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე);
ბ) ბიზნეს იდეის ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს;
გ) ბიზნეს იდეის ავტორი18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან/და მეწარმე იურიდიული პირი, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს და ამასთან, არ არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) ბიზნეს იდეა მოიცავს წარმოებას ან მომსახურების მიწოდებას, აგრარული, ტურისტული ან აგროტურისტული მიმართულებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან;
ე) განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 15,000 ლარს;
ვ) იდეის ავტორი არ წარმოადგენს ამ დანართის მე-7 მუხლის, მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს;
ზ) იდეის ავტორი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
თ) სრულად არის შევსებული ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ბიზნეს იდეის ფორმ