1. პროგრამის სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ქვეკომპონენტებს: ბიზნეს გეგმის შედგენის, საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმების, ფინანსების, მარკეტინგის შესახებ, ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის თემებს და სხვა რელევანტურ საკითხებს.

2. მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს სასწავლო მოდულის განხორციელებას ბენეფიციარებისთვისბიზნეს იდეების გადარჩევის დასრულებიდან 3 კვირის ვადაში.

3. სასწავლო კურსის წარმატებით გავლა დასტურდება სერტიფიკატით. სერტიფიცირებულ ბენეფიციარებს  უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს გეგმების წარდგენის ეტაპზე.

4. სასწავლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს პირისპირ, დისტანციურ ან ჰიბრიდულ ფორმატში. პროგრამის პირისპირ ფორმატში ჩატარების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს მონაწილეთა საჭიროებებს, მათ შორის უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში), მისაწვდომობას შშმ მონაწილეებისთვის უნივერსალური მისადაგების პრინციპზე დაყრდნობი