1.
ბიზნეს იდეები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში, როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით (მუნიციპალიტეტის ელ. ფოსტის მისამართი lanchkhuti@yahoo.com), და მას ენიჭება სპეციალური ნომერი.
2.
სამდივნოს ხელმძღვანელის დავალებით, სამდივნოს ერთ-ერთი წევრს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული განაცხადები და შემოსული განაცხადის ფორმის არასწორად/არასრულად შევსების ან კონკურსის პირობებთან შეუსაბამო სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კონკურსანტებს აღმოუჩინოს შესაბამისი საინფორმაციო მხარდაჭერა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება  გაგრძელდეს ბიზნეს იდეების მიღების დასრულებიდან არაუმეტეს ერთი კვირისა