1.
გამარჯვებული პროექტების შესახებ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას იღებს და მერს წარუდგენს, საკონკურსო კომისია, შეფასების პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
2.
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მინიმალური რაოდენობა უდრის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხის მოცულობა (არ იანგარიშება სასწავლო და საინფორმაციო მხარდაჭერის კომპონენტებისთვის გამოყოფილი თანხა) გაყოფილი 15 000-ზე.
3.
დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის სულ მცირე ნახევარი განაწილდება სარეიტინგო სიაში საუკეთესო შედეგების მქონე ქალ განმცხადებლებზე.
4.
იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-3 ქვეპუნქტით განსაზვღული პირობა ვერ სრულდება, დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის ნახევარი ნაწილდება სარეიტინგო სიაში მყოფ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებზე, დარჩენილი რაოდენობა კი ივსება სარეიტინგო სიაში მყოფი ქალი კანდიდატებით, მათი შედეგების რიგითობის გათვალისწინებითრომელიც მინიმუმ უნდა შეადგენდეს მაქსიმალური შეფასების 50 პროცენტს.
5.
საკონკურსო კომისიის ყველა წევრი ავსებს ამ დადგენილების #3 დანართით განსაზღვრულ შეფასების ფორმას და ყველა წევრის შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია, საიდანაც გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესების გათვალისწინებით.
6.
გამარჯვებული პროექტის ავტორ ფიზიკურ პირს, გამარჯვებულად გამოცხადების მომენტიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 10 კალენდარულ დღეში, წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 02 11) განხორციელების შესახებ · რედაქცია 08.02.2023
მუხლი 16. გამარჯვებული პროექტების გამოცხადება
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
- განაკვეთი 50 პროცენტს
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 11. ბიზნეს იდეების მიღება
- მუხლი 12. ბიზნეს იდეების გადარჩევა
- მუხლი 13. პროგრამის სასწავლო კომპონენტი
- მუხლი 14. ბიზნეს გეგმების წარდგენა
- მუხლი 15. ბიზნეს გეგმების შეფასება
- მუხლი 17. პროექტების დაფინანსების წესი
- მუხლი 18. გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი
- მუხლი 19. პროგრამის შეფასება
- მუხლი 20. პროგრამის საინფორმაციო კამპანია
- მუხლი 21. პროგრამის განხორციელების გამჭვირვალობის სტანდარტები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 02 11) განხორციელების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2023. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/07/2022.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 02 11) განხორციელების შესახებ“, მუხლი 16, №31, 04.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016497 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5512961/muxli-16/