1.
სამდივნოს ხელმძღვანელი, მერის ბრძანებით, ბენეფიციარების მიერ მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით, სამდივნოს წევრებისგან ქმნის სამუშაო ჯგუფს.
2.
სამუშაო ჯგუფი ბიზნეს გეგმის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების ათვისების დაწყებიდან მისი სრულად ათვისებამდე პერიოდში, ბენეფიციართა საქმიანობის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მონიტორინგს ახორციელებს  არანაკლებ  2-ჯერ.
3.
მონიტორინგის ფორმები და მეთოდოლოგია მტკიცდება მერის ბრძანებით