1.
პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორსა და მუნიციპალიტეტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებს და ითვალისწინებს გამარჯვებული ბენეფიციარის პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.
2.
მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი პროექტი და დაფინანსების მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 15 000 ლარს.
3.
კომისიის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ.
4.
ბიზნეს გეგმის ნაწილობრივ დაფინანსების გადაწყვეტილება კომისიის მიერ საჭიროებს წერილობით დასაბუთებას.
5.
პროექტის დაფინანსებისთვის გადაცემული თანხის სრული ათვისება უნდა მოხდეს პროგრამის მიმდინარეობის წლის ბოლომდე. აუთვისებელი თანხა რჩება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
6.
გამარჯვებული პროექტს ფინანსურად უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 02 11) განხორციელების შესახებ · რედაქცია 08.02.2023
მუხლი 17. პროექტების დაფინანსების წესი
მთავარი მონაცემები
- თანხა 15 000 ლარს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. ბიზნეს იდეების მიღება
- მუხლი 12. ბიზნეს იდეების გადარჩევა
- მუხლი 13. პროგრამის სასწავლო კომპონენტი
- მუხლი 14. ბიზნეს გეგმების წარდგენა
- მუხლი 15. ბიზნეს გეგმების შეფასება
- მუხლი 16. გამარჯვებული პროექტების გამოცხადება
- მუხლი 18. გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი
- მუხლი 19. პროგრამის შეფასება
- მუხლი 20. პროგრამის საინფორმაციო კამპანია
- მუხლი 21. პროგრამის განხორციელების გამჭვირვალობის სტანდარტები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 02 11) განხორციელების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2023. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/07/2022.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 02 11) განხორციელების შესახებ“, მუხლი 17, №31, 04.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016497 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5512961/muxli-17/