1. გამარჯვებული პროექტების შესახებ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას იღებს და მერს წარუდგენს, საკონკურსო კომისია, შეფასების პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მინიმალური რაოდენობა უდრის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხის მოცულობა (არ იანგარიშება სასწავლო და საინფორმაციო მხარდაჭერის კომპონენტებისთვის გამოყოფილი თანხა) გაყოფილი 15 000-ზე.

3. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის სულ მცირე ნახევარი განაწილდება სარეიტინგო სიაში საუკეთესო შედეგების მქონე ქალ განმცხადებლებზე.

4. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-3 ქვეპუნქტით განსაზვღული პირობა ვერ სრულდება, დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის ნახევარი ნაწილდება სარეიტინგო სიაში მყოფ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებზე, დარჩენილი რაოდენობა კი ივსება სარეიტინგო სიაში მყოფი ქალი კანდიდატებით, მათი შედეგების რიგითობის გათვალისწინებით, რომელიც მინიმუმ უნდა შეადგენდეს მაქსიმალური შეფასების 50 პროცენტს.  5. საკონკურსო კომისიის ყველა წევრი ავსებს ამ დადგენილების #3 დანართით განსაზღვრულ შეფასების ფორმას და ყველა წევრის შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია, საიდანაც გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება ამ მუხლის მე-2-მე-4  პუნქტებით განსაზღვრული წესების გათვალისწინებით.

5. გამარჯვებული პროექტის ავტორ ფიზიკურ პირს, გამარჯვებულად გამოცხადების მომენტიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 10 კალენდარულ დღეში, წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულებ