1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  მერიისა და  სამსახურების საქმისწარმოება, ადამიანური რესურსების მართვა, მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფა, მერიის ინტერესების დაცვა და სამართლებრივი მომსახურება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საპროტოკოლო საკითხების მომზადება, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.

2. საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავება, მუნიციპალური პროგრამების ფინანსური გაანგარიშება, წარმოდგენილი მასალების განხილვა და ანალიზის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ბიუჯეტის შესრულება, შესრულების ანგარიშის შედგენა, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა.

3. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელება,  ინფრასტრუქტურული პროგრამების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი.

4. ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნა, უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაცია, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციო აქტივობებისა და საინვესტიციო პორტფელების მომზადება.

5. განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. ძეგლთა დაცვა, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებზე მუნიციპალური წინადადებების შემუშავება და განხორციელება.

6. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებების დაცვის მხარდაჭერის, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება.

7. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და დასუფთავების წესების დარღვევაზე კონტროლი.

8. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების/თანამშრომლების საქმიანობის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელება.

9. სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

თავი IVსაჯარო მოსამსახურეე