1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე მერის დავალებით ამზადებს – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური:
ა.ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილება;
ა.გ) იურიდიული განყოფილება;
ა.დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ა.ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ა.ვ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის
კოორდინაციის განყოფილება;
ა.ზ) შრომის უსაფრთხოების განყოფილება.
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური
ბ.ა) საბიუჯეტო-დაგეგვმის განყოფილება;
ბ.ბ) სახაზინო მომსახურების, ქონებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;
ბ.გ) შემოსულობების განყოფილება;
ბ.დ) სამშენებლო პროექტების და სამუშაოების შესყიდვის განყოფილება;
ბ.ე) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის განყოფილება.
გ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური:
გ.ა) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება;
გ.ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება;
გ.გ) არქიტექტურის განყოფილება.
დ) ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური:
დ.ა) ქონების მართვის განყოფილება;
დ.ბ) მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება;
დ.გ) ტრანსპორტის განყოფილება;
დ.დ) საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილება.
დ.ე.) სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება.
ე) განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური:
ე.ა) განათლების განყოფილება;
ე.ბ) ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ე.გ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;
ე.დ) კულტურის განყოფილება.
ვ) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური:
ვ.ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ვ.ბ) სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილება.
ვ.გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
ზ) ზედამხედველობის სამსახური:
ზ.ა) რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება;
ზ.ბ) სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება;
ზ.გ) საორგანიზაციო განყოფილება.
თ) შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური:
თ.ა) შიდა აუდიტის განყოფილება;
თ.ბ) ინსპექტირების განყოფილება.
ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური:
ი.ა) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;
ი.ბ) რეზერვის რიგითის, სერჟანტისა და ოფიცრის აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილებ