1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეა საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

გ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ

მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) ანგარიშვალდებულია მერისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

3. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა