მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მიღების თარიღი 14.07.2022
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016459
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/07/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2022 წლის 14 ივლისი
ქ. ვანი
„მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
„მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17.03.2022 წელი, 190020020.35.121.016452) დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მწვრთნელი დაჯილდოვდება ერთჯერადად, საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენზე გასაცემი ჯილდოს ოდენობის 50%-ით.“.
2. დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. ერთიდაიმავე სპორტსმენის მიერ სპორტის ერთ სახეობაში რამოდენიმე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, სპორტსმენს მიეცემა ერთი ჯილდო საუკეთესო შედეგის ჩვენებისათვის.“.
7. სპორტის სახეობაში, რომელშიც ჩემპიონატი ტარდება წელიწადში რამოდენიმეჯერ, სპორტსმენი მიიღებს წელიწადში ერთ ჯილდოს. თუ იმავე წელს გამართულ ჩემპიონატში, სპორტსმენი გააუმჯობესებს შედეგს ანუ დაიკავებს უფრო მაღალ საპრიზო ადგილს, მას გადაეცემა ჯილდოებს შორის სხვაობის ოდენობის თანხა.“
3. დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გუნდის ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: მწვრთნელი – 500 ლარი, განაცხადში მითითებული გუნდის თითოეული წევრი – 200 ლარი.“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი