„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 21.02.2022
ძალაში შესვლა 11.07.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს სახელით ხელმოწერილია_
ნომერი №19-88
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016694
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/07/2022
matsne.gov.ge 674 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2022 მიღება
11.07.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს სახელით ხელმოწერილია_ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სახელით ხელმოწერილია_
______________________________ _______________________________
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლების და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 06.02.2025 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 17.03.2022 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 23.04.2015 საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 27.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტრო (ერთობლივად წოდებულნი „მხარეებად“, ხოლო ცალ-ცალკე წოდებულნი როგორც „მხარე“), გამოთქვამენ რა სურვილს, განავითარონ და გააძლიერონ  საერთო სარგებელზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობები,  დარწმუნებულნი არიან რა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგებას, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 მოთხოვნის საფუძველზე, მხარეები გაცვლიან მათ ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში. მხარეები ითანამშრომლებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მათი ეროვნული კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლის მონაწილენიც არიან. მუხლი 2🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების ექსპერტებისა და სტუდენტების მონაწილეობას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ კონფერენციებში, კონგრესებში, სიმპოზიუმებში, ვორქშოფებსა და ტრენინგებში, ასევე წაახალისებენ აკადემიური პერსონალის გაცვლასა და სტუდენტების მობილობას. მუხლი 3🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობას და პირდაპირი კავშირების დამყარებას მათ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას აკადემიური კვალიფიკაციების აღიარებასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ აკადემიურ პროგრამებზე დაშვების მიზნით. მუხლი 5🔗 მხარეები ითანამშრომლებენ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. მხარეები, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ხელს შეუწყობენ საქართველოს სკოლებში აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ მომზადებას. მუხლი 6🔗 მხარეები წაახალისებენ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის არჩევითი კურსების შექმნას იმ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,  რომლებსაც  მხარეები ჩათვლიან მიზანშეწონილად. მხარეები მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ქართული ენისა და ლიტერატურის და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას თავიანთ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე. მხარეები ხელს შეუწყობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაციის შექმნას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად. მუხლი 7🔗 მხარეები ითანამშრომლებენ მათი შესაბამისი „მშობლიური ენისა“ და  „ლიტერატურის“ სახელმძღვანელოების გაცვლის მიზნით, რომლებიც გამოიყენება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სკოლებში. მხარეები უზრუნველყოფენ ქართულენოვან სკოლებს აზერბაიჯანში, ასევე აზერბაიჯანულენოვან სკოლებს საქართველოში „მშობლიური ენისა“ და „ლიტერატურის“ სასწავლო წიგნებითა და სახელმძღვანელოებით (შემდგომში „წიგნები“) უსასყიდლოდ. შინაარსი არ უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას,  რომელიც არღვევს მიმღები ქვეყნის კულტურულ და ეროვნულ ინტერესებს. სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა ხორციელდება დიპლომატიური არხების საშუალებით: 2.1  ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 6 (ექვსი) თვით ადრე, მიმღები მხარე უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას გამგზავნი მხარისათვის სკოლების, მოსწავლეების (კლასების მიხედვით), და მასწავლებლების რაოდენობის შესახებ, ასევე, სტატისტიკურ მონაცემებს მათი საერთო რაოდენობის თაობაზე; 2.2. წარდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამგზავნი მხარე მოამზადებს განაწილების გეგმას და სთხოვს მიმღებ მხარეს წიგნებს მიანიჭოს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 3 (სამი) თვით ადრე; 2.3 მიმღები მხარე, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ტვირთისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას და სამუშაო რეჟიმში გამგზავნ მხარესთან შეათანხმებს მიღების თარიღს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე; წიგნები გადაეცემა მიმღებ მხარეს. მიმღები მხარე განახორციელებს წიგნების განაწილებას სკოლებში შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიური მისიის მონაწილეობით. ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, მხარეები უზრუნველყოფენ პროფესიულ მხარდაჭერასა და შესაბამისი ექსპერტიზის გაწევას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სკოლებისათვის სახელმძღვანელოების თარგმნისა და რედაქტირების პროცესში, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე 3 თვით ადრე. მუხლი 8🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აქტივობების დაფინანსება განპირობებული იქნება მხარეების  არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. მუხლი 10🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 11🔗 შეთანხმებაში ნებისმიერი დამატებებისა და ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ასეთი დამატებები და ცვლილებები შესრულდება ცალკეული ოქმების სახით, რომლებიც ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლის დებულებების შესაბამისად. მუხლი 12🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ დიპლომატიური არხებით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომელიც დაადასტურებს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულებას.   წინამდებარე შეთანხმება ძალაშია ხუთი (5) წლის ვადით და ავტომატურად დარჩება ძალაში შემდგომი ხუთი (5) წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე, მინიმუმ ექვსი თვით ადრე. ხელმოწერილია ქ. თბილისში, 2022 წლის 21 თებერვალს, შედგენილია ორ დედნად ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს სახელით ხელმოწერილია_ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სახელით ხელმოწერილია_ ______________________________ _______________________________