ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 22.07.2022
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.139.016467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | საკრებულოს წევრის სახელი, გვარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 11.11.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №77
2022 წლის 22 ივლისი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებით დამტკიცებული მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“ (დანართი №1).
2. დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების ამსახველი მონაცემების ცხრილის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №38 დადგენილება (14/08/2014 წ. 190020020.35.139.016154).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობას და ანაზღაურების განხორციელებისათვის საჭირო პროცედურებს.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობა
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებისათვის, რომლებიც არ არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა თითოეულ წევრზე განისაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად.
2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) გაწეული ხარჯი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში აუნაზღაურდება საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.
3. საკრებულოს წევრის საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებია:
ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობა, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით;
ბ) მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა, რაც დადასტურებული იქნება საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათით;
გ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულება;
დ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიციირება;
ე) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა.
4. მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემთხვევაში საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირისა) ვალდებულია ყოველი თვის 20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია (შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი, თემატიკა) ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
1. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე, დასწრების ფაქტობრივი მონაცემების, ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე ავსებს ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების ამსახველი მონაცემების ცხრილის ფორმას და წერილობით წარუდგენს (მოხსენებითი ბარათი) საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა.
2. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერიას.
3. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მეოთხე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების ამსახველი მონაცემების ცხრილი
საანგარიშო პერიოდი:
(თვე) (წელი)
N
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი
საკრებულოს სხდომების რაოდენო
საკრებულოს სხდომებზე დასწრების რაოდენობა
საკრებულოს კომისიების სხდომების რაოდენობა
საკრებულოს კომისიების სხდომებზე დასწრების რაოდენობა
ფრაქციის სხდომების რაოდენობა
ფრაქციის სხდომებზე დასწრების რაოდენობა
მოსახლეო
ბასთან შეხვედრების რაოდენობა
საკრებულოს სხვა დავალებების შესრულება
საქმიანო
ბასთან დაკავში
რებული
ხარჯი
(ლარში)
საკრებულოს აპარატის უფროსი: / /
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ცხრილის შევსების თარიღი: „-----“ ------------------“------ წელი.