„კომერციული ბანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 17 თებერვლის №20/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №91/04 |
|
2022 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ ფილიალების, წარმომადგენლობებისა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფების შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 17 თებერვლის №20/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/02/2017, ს/კ: 220020000.18.011.016219) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუკრძალოს კომერციულ ბანკს საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის შექმნა.“. 2. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინფორმაცია ფილიალის ხელმძღვანელების „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ ან ფილიალის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“. 4. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმომადგენლობის შექმნა კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმომადგენლობის შექმნის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკში მის შექმნამდე სულ მცირე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება წარმომადგენლობის შექმნის თაობაზე; ბ) ინფორმაცია წარმომადგენლობის ადგილსამყოფლის შესახებ; გ) ინფორმაცია წარმომადგენლობის ადმინისტრატორთა (წარმომადგენელთა) შესახებ; დ) წარმომადგენლობის საქმიანობის აღწერილობა და სათავო ბანკის მიერ მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობანი. მუხლი 7. საქართველოს ფარგლებს გარეთ ბანკის ფილიალის, სხვა ანალოგიური ქვედანაყოფისა და წარმომადგენლობის საქმიანობის შეწყვეტა კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით (მატერიალური ფორმით) ან ელექტრონული ფორმით აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|