„კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესისა და ავტორიზაციის პროცედურების დადგენის შესახებ“ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 14 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №1 |
|
2022 წლის 5 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-9 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტორიზებული ორგანიზაციის სახელით ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ სააგენტოს გადაწყვეტილებაში მითითებულ აუდიტორ(ებ)ს, მისი სერტიფიკატ(ებ)ის მოქმედების ვადის განმავლობაში, ხოლო სერტიფიკატის უვადოდ მოქმედების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების თარიღიდან სამი წლის განმავლობაში.“.
2. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განცხადებაში მითითებულ, განმცხადებელთან დასაქმებულ ტესტის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის დამადასტურებელი მოქმედი ერთ-ერთი სერტიფიკატი:
ა) წითელი გუნდის სერტიფიცირებული პროფესიონალი (CRTP – Certified Red Team Professional);
ბ) „ოფენსივ სექურითი“-ს მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი (OSCP – Offensive Security Certified Professional);
გ) ელექტრონული სწავლების უსაფრთხოების შეღწევადობის განმახორციელებელი სერტიფიცირებული პროფესიონალი (eCPPT – eLearnSecurity Certified Professional Penetration Tester);
დ) აშშ-ში რეგისტრირებული სამეწარმეო იურიდიული პირის – „SANS“ (SysAdmin, Audit, Network, and Security)-ის მიერ გაცემული GCIH – GIAC Certified Incident Handler;
ე) სისტემების და ქსელის აუდიტის უსაფრთხოების სერტიფიკატი (SANS GSNA);
ვ) ელექტრონული კომერციის კონსულტანტების საერთაშორისო საბჭოს (EC-Council)-ის მიერ გაცემული სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერის (CEH – Certified Ethical Hacker) სერტიფიკატი.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ავტორიზებული ორგანიზაციის სახელით შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ სააგენტოს გადაწყვეტილებაში მითითებულ ტესტის განმახორციელებელ პირ(ებ)ს ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ხოლო ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.“.
3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ავტორიზებული ორგანიზაციის სახელით განახორციელოს ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტი;“.
|