„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48-92
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.017271
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48-92

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითთმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-7 დადგენილების (www.Matsne.gov.ge), 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016472) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულებაში“ და დებულების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სისტემაში (თბილისის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა და თანამდებობის პირები, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, თბილისის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, თბილისის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები), აგრეთვე, თბილისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელებას და მათი თანამშრომლების საქმიანობის ინსპექტირებას. აგრეთვე, თბილისის მერიის (თბილისის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა და თანამდებობის პირები) ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფასა და მოსამსახურეთა/თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების ორგანიზებასა და მართვას.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თბილისის მერიის სისტემაში, თბილისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება;“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თბილისის მერიის სისტემაში, თბილისის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე