2. დაწესებული ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვის შემთხევაში მგზავრი იხდის მგზავრობის და ზედმეტი ხელბარგის გადაზიდვის ღირებულების ორმაგ საფასურს.
3. ცეცხლსაშიში, მომწამვლელი, ასაფეთქებელი და შხამიანი ნივთიერებებისა და საგნების გადაზიდვის წესების დარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას, ხოლო თუ არსებობს მგზავრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ნივთების ან/და რკინიგზის ქონების ხელყოფისა და დაზიანების საფრთხე ასეთ შემთხვევაში წესების დამრღვევ პირს ვაგონის გამყოლი სატრანპორტო პოლიციასთან ერთად დაუყონებლივ ატოვებინებს მატარებელს.
4. თვითნებურად უმიზეზოდ გასაჩერებელი ონკანით მატარებლის გაჩერებისას, თუ ამ მოქმედებას მოჰყვა უბედური შემთხვევა, მოძრავი შემადგენლობის მარცხი, დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგები, ბრალეულ პირებს დაეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობა.
5. მატარებლის მოძრაობისას ჩაჯდომა და ჩამოსვლა, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობის შემთხვევაში მგზავრს ატოვებინებენ მატარებელს, ხოლო თუ რკინიგზას მიადგა ქონებრივი ზარალი, მგზავრობის წესების დამრღვევი პირი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
6. სამგზავრო ვაგონების შიდა მოწყობილობისა და მინების დაზიანებისას მგზავრს ეკისრება დაზიანებული მოწყობილობის ღირებულების გადახდის ვალდებულება.
7. ვაგონებში თამბაქოს მოწევა ამისთვის დაუწესებელ ადგილებში, ვაგონების ფანჯრებიდან და კარებიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა ითვალისწინებს გაფრთხილებას.
8. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში რკინიგზისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება რკინიგზის უფლებამოსილ მუშაკებთან
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 26.06.2012
მუხლი 301. 1. მგზავრთა უბილეთო მგზავრობისთვის, აგრეთვე 10-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების უბილეთოდ გადაყვანის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია ადგილზე შეიძინოს ბილეთი, რისთვისაც იხდის ბილეთის ღირებულების ორმაგ საფა
თავი LIII — საერთაშორისო და ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებით მგზავრთა გადაყვანის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 291. 1. გადაჯდომით სამგზავრო დოკუმენტის გაფორმებისას სამგზავრო დოკუმენტი დაკომპოსტერებელად ითვლება პირველი გადაჯდომის პუნქტამდე, თუ ბილეთზე აღნიშნული მატარებლის ნომერი ემთხვევა დამატებითი საფასურის ქვითარშ
- მუხლი 292. 1. ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით საბავშვო ბილეთის ნულოვანი ღირებულების დამატებითი საფასური იბეჭდება ბლანკზე „დასაჯდომი ტალონი“. სრული ღირებულების მოზრდილის ბილეთზე საბავშვო ბილეთის (იმავე ადგილებზ
- მუხლი 294. 1. მგზავრობის გაფორმებისას საფასურის გადახდის გარეშე გაიცემა შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტი
- მუხლი 296. 1. დასაშვებია გაცემული დოკუმენტის – „საფასურის გადახდის გარეშე მიღებული სამგზავრო დოკუმენტი“ შეცვლა მხოლოდ სამჯერ
- მუხლი 299. 1. საერთაშორისო და ადგილობრივი მიმოსვლის მატარებლებით გადაყვანისას მგზავრები მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და რკინიგზაზე მოქმედი წესები
- მუხლი 300. 1. სამგზავრო მატარებლების ვაგონებში მგზავრობისას აკრძალულია:
- მუხლი 303. 1. საგარეუბნო მატარებლებით მგზავრობისას მგზავრები მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და რკინიგზაზე მოქმედი წესები
- მუხლი 304. ერთეული საგარეუბნო ბილეთი, აგრეთვე უკან წამოსასვლელი ბილეთების კუპონები ერთი მიმართულებით ნამდვილია საბილეთო სალაროების მიერ მათი გაცემის დღის განმავლობაში. ერთი მიმართულებით მატარებელზე შეძენილი საგა
- მუხლი 305. 1. მგზავრთან ერთად უბილეთო მგზავრობის უფლება აქვს ხუთ წლამდე ასაკის ერთ ბავშვს. თუ მგზავრს ახლავს ხუთ წლამდე ასაკის ერთზე მეტი ბავშვი, სხვა ბავშვებისთვის, აგრეთვე 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეძე
- მუხლი 306. 1. 10-16 წლამდე ასაკის ბავშვთა უბილეთო გადაყვანის შემთხვევაში მგზავრმა ადგილზე უნდა შეიძინოს ბილეთი, რისთვისაც იხდის შესაბამისი ბილეთის ღირებულების ორმაგ საფასურს
- მუხლი 309. 1. საგარეუბნო მატარებლებში იკრძალება:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 301, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-301/