1. საგარეუბნო მატარებლებში იკრძალება:
ა) ისეთი ტანსაცმლით ან ხელბარგით მგზავრობა, რომელიც აჭუჭყიანებს მგზავრებსა და ვაგონებს;
ბ) სათანადოდ შეუფუთავი ხელბარგის, საგნების, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან გააჭუჭყიანოს ვაგონი ან სხვა მგზავრთა ნივთები, აგრეთვე დატენილი ცეცხლსასროლი იარაღის, მყრალი, ცეცხლსაშიში, მომწავლელი, ადვილაალებადი, ასაფეთქებელი და სხვა საშიში ნივთიერებების გადაზიდვა;
გ) ალკოჰოლური (სპირტიანი) სასმელების სმა და ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მგზავრობა;
დ) ავტომატური შესას
ვლელი კარების გაღების ან დახურვის შეკავება, კარის გაღება მატარებლის მოძრაობის დროს;
ე) ვაგონის შიდა მოწყობილობის, ლოკომოტივებისა და ვაგონების მინების დაზიანება;
ვ) სხვა მგზავრთა სიმშვიდის დარღვევა, აზარტული თამაშები, დანაგვიანება;
ზ) უმიზეზოდ მატარებლის საჩერებელი ონკანით მატარებლის გაჩერება, ვაგონის შიდა მოწყობილობის გაფუჭება.
თ) თამბაქოს მოწევა ვაგონებსა და ტამბურებში.
2. რკინიგზით სარგებლობის წესების, წესრიგისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და სანიტარი
ული წესების დაუცველობაში ბრალეულ პირებს დაეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 26.06.2012
მუხლი 309
თავი LIV — საგარეუბნო მატარებლებით მგზავრთა გადაყვანის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012. გამოქვეყნება: სსმ, 34, 17/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 309, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-309/