მუხლი 319🔗
საფასურის გადახდის გარეშე და შეღავათიანი სამგზავრო ბილეთების გაცემა მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებისა და მონაწილეებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კატეგორიის მგზავრებისთვის სახელმწიფოს ან შეღავათის დამდგენი სხვა პირის მხრიდან შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბილეთო სალაროში შესაბამისი მოწმობების და ტალონის წარდგენით, რომლებიც ადასტურებს რკინიგზით შეღავათიანი სარგებლობის უფლებას