მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 18.08.2022
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.109.016380
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 771 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.09.2020 საჩხერის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.03.2016 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.02.2015 ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.09.2018 წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 01.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2022 წლის 18 აგვისტო ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ზ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის თანდართული ფორმა (დანართი №2). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა დანართი №1 მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის (შემდგომში – საპატიო მოქალაქის) წოდების მინიჭება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორია ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის. 2. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს (სიცოცხლეში ან გარდაცვალების შემდეგ), განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივი, ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 3. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს მარტვილის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, მარტვილზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე მარტვილელების ერთგული სამსახურისთვის; ქვეყნის აღმაშნებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის, მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა მარტვილელთა ყველა თაობისათვის. 4. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო. 5. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არა უმეტეს 5 პირს. 6. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. პირს საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება ჩამოერთვას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს. მუხლი 2🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენა 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აქვს: ა) მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს;  ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (ფრაქციას, კომისიასა და საკრებულოს წევრთა ჯგუფს არანაკლებ 5 დეპუტატის შემადგენლობით); დ) არანაკლებ მარტვილის სამი საპატიო მოქალაქისაგან შემდგარ ჯგუფს; ე) არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; ვ) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს რასაც თან უნდა ერთოდეს: ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენის დასაბუთება, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის შესაბამისობა ამ წესის პირველი მუხლის  მოთხოვნებთან; ბ) შესაბამისი ოქმი ან მოქალაქეთა ჯგუფის ხელმოწერები სახელის, გვარის, საცხოვრებელი ადგილისა და პირადობის ნომრის ჩვენებით; გ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები; დ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი და წერილობითი თანხმობა (გარდაცვლილი კანდიდატის შემთხვევაში ოჯახის თანხმობა). 3. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურების წარდგენა წყდება საერთო-სახალხო ზეიმის „ჭყონდიდლობა“-ს ჩატარებამდე ერთი თვით ადრე. მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურების შემრჩევი კომისია 1. წარდგენილ კანდიდატებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი და  ამტკიცებს მის პერსონალურ შემადგენლობას. კომისიის შემადგენლობა უნდა იყოს კენტი. 2. კომისია ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. კომისიას უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ. 3. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. 4. კომისია უფლებამოსილია, უარი თქვას იმ კანდიდატის წარდგენაზე, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს და წარმდგენს წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი კანდიდატურის განხილვიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 5. კომისია დასკვნას შერჩეული კანდიდატების თაობაზე განსახილველად წარუდგენს მერს კომისიის სხდომის გამართვიდან არაუადრეს ხუთი და არაუმეტეს 15 დღის ვადაში. 6. კომისია წარდგენილი კანდიდატებიდან არჩევს არაუმეტეს ხუთ კანდიდატს და დასამტკიცებლად უგზავნის მუნიციპალიტეტის მერს. 7. მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შერჩეულ კანდიდატებს. მუხლი 4🔗. დაჯილდოება 1. საპატიო მოქალაქის წოდება მოქალაქეს ენიჭება საერთო-სახალხო ზეიმის „ჭყონდიდლობა“ დღეს. ეს წესი არ გამორიცხავს ამ წოდების მინიჭების უფლებას ნებისმიერ დროს, თუკი ამის განსაკუთრებული აუცილებლობა და მიზანშეწონილობა გაჩნდება და პასუხობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ინტერესებს. 2. მუნიციაპლიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მოქალაქეს გადასცემს საპატიო მოქალაქის მოწმობას მედალთან ერთად. 3. საპატიო მოქალაქეს საპატიო წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო. მუხლი 5🔗. საპატიო მოქალაქის უფლებები 1. საპატიო მოქალაქე, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები. 2. საპატიო მოქალაქეებს უფლება აქვთ: ა) გაერთიანდნენ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, დამოუკიდებლად შექმნან საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიალური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ბ) მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში; გ) ჩაერთონ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წამომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში; დ) მუნიციპალიტეტის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, გასცენ შუამდგომლობები და რეკომენდაციები.