შენიშვნა : კავშირის მტყუნების ზოგადი წესები მოცემულია 10-ე დანართის II ტომში.
1. თუ საბორტო სადგური გამოყოფილ სიხშირეზე ვერ ამყარებს კავშირს საავიაციო სადგურთან, მაშინ უნდა შეეცადოს კავშირის დამყარებას აღებული მარშრუტის შესაბამის სხვა სიხშირეზე. თუ ეს მცდელობაც წარუმატებელია, მაშინ სხ უნდა შეეცადოს კავშირის დამყარებას სხვა სხ-თან ან სხვა საავიაციო სადგურებთან აღებული მარშრუტის შესაბამის სხვა სიხშირეებზე.
2. თუ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით მითითებული მცდელობები უშედეგოა, მაშინ სხ გამოყოფილ სიხშირეზე (სიხშირეებზე) გადასცემს შეტყობინებას ორჯერ, რასაც წინ უსწრებს ფრაზა TRANSMITTING BLIND და, აუცილებლობისას, მიუთითებს ადრესატს (ადრესატებს), ვისთვისაც ეს შეტყობინებაა განკუთვნილი.
3. თუ სხ ვერ აწარმოებს კავშირს მიმღების მტყუნების გამო, იგი შეტყობინებას გადასცემს გრაფიკით დადგენილ დროს ან გადასცემს ადგილმდებარეობის შეტყობინებას დადგენილ სიხშირეზე, რასაც წინ უსწრებს ფრაზა «TRANSMITTING BLIND DUE TO RECEIVER FAILURE». სხ გადასცემს სასურველ შეტყობინებას, შემდეგ მთლიანად იმეორებს მას. ამ დროს სხ ასევე იძლევა მომდევნო გადაცემის სავარაუდო დროს.
4. თუ სხ ვერ ამყარებს კავშირს სახომალდე აღჭურვილობის მტყუნების გამო, იგი, თუ არის სპეციალური აღჭურვილობა, კავშირის მტყუნების მისათითებლად ირჩევს მმრლ-ის შესაბამის კოდს.
5. თუ საავიაციო სადგური ვერ ამყარებს კავშირს სხ-თან იმ სიხშირეებზე, რომლის მოსმენესაც სავარაუდოდ აწარმოებს სხ, მაშინ საავიაციო სადგური:
ა) სთხოვს სხვა საავიაციო სადგურს აღნიშნული სხ-ის გამოძახებას და აუცილებლობისას, შეტყობინების რეტრანსლირებას;
ბ) სთხოვს ამ მარშრუტზე მყოფ სხ-ებს კავშირის დამყარებას აღნიშნულ სხ-თან და აუცილებლობისას, შეტყობინების რეტრანსლირებას.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებლი მცდელობა წარუმატებელია, მაშინ საავიაციო სადგურმა უნდა აწარმოოს «ბრმად» გადაცემა (სამეთვალყურეო ნებართვის შემცველი შეტყობინების გარდა), იმ სიხშირეზე (სიხშირეებზე), რომლის მოსმენესაც სავარაუდოდ აწარმოებს სხ.
თავი 10
მეტეოროლოგიური და აეროდრომის სხვა ინფორმაციის გადაცემ