სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება მოქმედი ტრანსპორტი
მიღების თარიღი 15.09.2022
ძალაში შესვლა 18.09.2022
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №11/ნ
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დირექტორი ლევან გამყრელიძე | დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N45 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №11/ნ
2022 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1);
ბ) „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გაცემის წესი“ (დანართი №2);
გ) სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმისა და აღწერილობის შესაბამისად დამზადებული ნიმუში (დანართი № 3).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 სექტემბრიდან.
დირექტორილევან გამყრელიძე